გაირკვა ვინ არიან სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი - ორივე ფოთის ტერმინალის თანამშრომელია...

გაირკვა ვინ არიან სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი - ორივე ფოთის ტერმინალის თანამშრომელია...

დად­გი­ნდა, იმ ორი ადამიანის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ძა­ლო­ვა­ნებ­მა მამა-შვი­ლი შალ­ვა და ზუ­რაბ წო­წო­რი­ე­ბი გუ­შინ და­ა­კა­ვეს. ორი­ვე ფო­თის ტერ­მი­ნა­ლის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მამა-შვილს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­მოყ­ვა­ნას ედა­ვე­ბი­ან, "ტვ პირ­ვე­ლის­გან" გა­ი­გეს.

შალ­ვა წო­წო­რი­ას ცოლი, ვე­რი­კო წო­წო­რია ამ­ბობს, რომ მისი მე­უღ­ლე ფო­თის პორ­ტში 30 წე­ლია მუ­შა­ობს, შვი­ლი კი - 11 წელი. და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე აცხა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დროს შალ­ვა წო­წო­რია შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყო, მისი შვი­ლი კი - სამ­სა­ხურ­ში.