სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო თუ ლოგისტიკურ საქმიანობაში, ტექნიკის ერთი გაუთვალისწინებელი გაჩერებაც კი მთელი სამუშაო პროცესის შეფერხებას და სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს. ამ პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი სწორედ საბურავია, რომელიც ტექნიკის უსაფრთხოდ გადაადგილებას განაპირობებს
კომპანია K2, რომელსაც ინტრალოგისტიკისა და მძიმე ტექნიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კონკრეტულ ამოცანებზე მორგებულ საბურავებს გთავაზობთ. კომპანიის კატალოგში ორი გამორჩეული ბრენდია წარმოდგენილი: BKT და MARANGONI, რომლებიც საიმედოობით გამოირჩევა.
ისეთ რთულ სამუშაო გარემოებებში, როგორებიცაა, სამშენებლო ობიექტები, კარიერები ან არასტანდარტული გრუნტის მქონე მეურნეობები, კომპანია მომხმარებელს BKT-ის საბურავებს სთავაზობს. ამ საბურავებს რეზინის შემადგენლობა და სპეციალური პროტექტორი აქვს, რის გამოც გამძლეა ბასრი ქვებისა და სამშენებლო ნარჩენების მიმართ. ამავე პროტექტორის წყალობით, საბურავები კარგად ეჭიდება მშრალ, სველ, ტალახიან თუ მოყინულ ზედაპირებს და ტექნიკას სტაბილურად გადაადგილებს.
იმ კომპანიებისთვის კი, რომლებიც დამტვირთველებს ინტენსიურ რეჟიმში, მაგალითად, სასაწყობე მეურნეობებში ამუშავებენ, K2-ს იტალიური ბრენდი MARANGONI-ს საბურავები აქვს. ეს პროდუქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საბურავები სამჯერ უფრო იშვიათად შეცვალოს, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს, ფინანსებსა და ტექნიკის მომსახურებაზე დახარჯულ რესურსებს.
K2-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია კონკრეტული ტიპის ტექნიკაზე მორგებული საბურავები. ექსკავატორებისა და გრეიდერებისთვის ხელმისაწვდომია თვითმწმენდი პროტექტორები, რომლებიც ტალახიან გარემოში მუშაობას ამარტივებს. საგზაო სატკეპნებისთვის გათვალისწინებულია მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადი მოდელები, რომლებიც ცხელ ასფალტზე მუშაობისას ფორმას არ კარგავს. K2 გთავაზობთ ტრაქტორის საბურავებს, რომლებიც მაღალი მოჭიდებას უზრუნველყოფენ მიწასთან, ხოლო ტელესკოპური დამტვირთველებისთვის – მოდელები, რომლებიც მძიმე ტვირთთან მუშაობისას მაქსიმალური მდგრადობით გამოირჩევა.
მიიღეთ სრული სასაწყობე მომსახურება K2-ისაგან
ინტრალოგისტიკის სფეროში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, K2-ის გუნდი პარტნიორ კომპანიებს საწყობის დაგეგმარებისა და ტექნიკის მოძრაობის ოპტიმიზაციის კუთხით კონსულტაციებსაც უწევს.
ამასთან, კომპანია სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას გთავაზობთ. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, K2-ის სერვისის ჯგუფი მზადაა, დახმარება საქართველოს ნებისმიერ წერტილში, 24/7 რეჟიმში აღმოუჩინოთ.
კომპანიის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლები მოამარაგოს ისეთი საბურავებითა და სერვისით, რომელიც ტექნიკის ეფექტურ და შეუჩერებელ მუშაობას განაპირობებს.
დაინტერესების შემთხვევაში, ესტუმრეთ სასაწყობე ტექნიკის მაღაზია k2–ის ვებგვერდს ან დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენლებს ნომერზე: +995 551 07 22 22.