ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „მეგობარი აქტის“ საჭიროებასთან დაკავშირებით ჯო უილსონის განცხადებაზე.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია თუ ვისთან არის ხელშეკრულებით ვალდებული ჯო უილსონი და მისი განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდება.
„ვნახეთ, რომ ხელშეკრულება დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულებებს აკეთებს ჯო უილსონის კამპანიისთვის. ასე, რომ აქაც, ამერიკაში მოქმედმა „გამჭვირვალობის კანონმა“ რუსულს, რომ ეძახიან, აი, ზუსტად რუსულმა კანონმა უშველა ამერიკას და გაასაჯაროვა ის ფინანსური კავშირები, რომელიც არსებობს. ჩვენც ამერიკული კანონით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გაგვეგო ეს ფინანსური კავშირებით. მათ შორის ისიც ვნახეთ, რომ წყვეტა იყო ცოტა ხანი და ახლა ამოქმედდა ახალ ხელშეკრულება. იმდენად ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ადამიანი, ვგულისხმობ ბატონ უილსონს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად და საქართველოს სახელს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად, ახლა ჩვენზე გადამკვდარი, რომ არ არის და ჩვენს ბედ-იღბალზე, მე მგონი ისიც გასაგებია.
ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ხედავთ როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს ხან კონგრესმენი იქნება, ხარ რომელიღაცა პარლამენტი, ხარ რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება იქნება, თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ერთ დღეს მოხდეს ხოლმე ყველაფერი. გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. ერთ დღეს და დღე გამოშვებით მაინც მინიმუმ, რომ იყოს რაღაცა განცხადება, რომელიც შემდეგ წამოეშველება ამ ადგილობრივი „აკაცუკებს“, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. ეს არის, მეტი არაფერი. დღეს უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე და რაღაცნაირად ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. აი, ამას რომ ვუყურებთ საერთოდ რა ღირებულებებზე, რა ევროპაზეა საუბარი?! ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლობენ და ამაზე მეტი მეტი იმედგაცრუება საერთოდ რა უნდა?!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.