შალვა პაპუაშვილი: როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს და უფრო მეტიც, როდესაც ვიდეოებიც ნახეს და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ

შალვა პაპუაშვილი: როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს და უფრო მეტიც, როდესაც ვიდეოებიც ნახეს და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ

მაშინ, როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს და უფრო მეტიც, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, ვიდეოებიც ნახეს, სასამართლოებიც და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

წამებაზე რომ ხუჭავდა თვალს ევროკავშირი, ბიზნესის რეკეტზე, ეს [საგამოძიებო კომისიის დასკვნა] ერთის მხრივ არის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების მხილება, ამავე დროს, ევროპის დუმილის მხილებაა. მაშინ, როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს და უფრო მეტიც, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, ვიდეოებიც ნახეს, სასამართლოებიც და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ, ევროპის სახალხო პარტია თავისუფლების სკამს დგამდა მისთვის და დღემდე ევროპარლამენტი, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და სააკაშვილი არის ქვეყნის დემოკრატიის შუქურა. სინამდვილეში ეს ღირებულებითი კრიზისია ევროკავშირში, როდესაც მწამებელს და დიქტატორს გულში იხუტებენ“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო.