იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელებს, კალიდუ კულიბალის, ზამბო ანგისასა და ვიქტორ ოსიმენს ფლორენციის „ფიორენტინას“ გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
„არმეტიო ფრანკიზე“ მატჩის დასრულების შემდეგ აფრიკელი ფეხბურთელების მისამართით რამდენიმე ფლორენციელი ტიფოზი აგრესიულობით გამოირჩეოდა. კულიბალიმ ინციდენტი უპასუხოდ არ დატოვა.
„მაიმუნი დამიძახე? მოდი და აქ მითხარი!“, - უპასუხა „ნაპოლის“ ლიდერმა ერთ-ერთ გულშემატკივარს.
იტალიაში ფანების მხრიდან რასიზმის გამოვლინების პირველი შემთხვევა ეს ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით უცნობია, დაეკისრება თუ არა სანქცია „ფიორენტინას“ თავისი გულშემატკივრების საქციელის გამო.