კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურდა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, ივლისის ბოლოს პსჟ-ს აცნობა გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ, მაგრამ კლუბმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ვითხოვე გუნდიდან წასვლა, რადგან იმ მომენტიდან, როცა გადავწყვიტე კონტრაქტი არ გამეხანგრძლივებინა, მსურდა, გუნდს ჩემი ტრანსფერით ფული მიეღო, რომ ხარისხიანი შემცვლელისთვის გამოეყენებინა. ეს არის კლუბი, რომლებმაც ბევრი რამ მომცა. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი და ჯერ კიდევ ვარ. მინდოდა ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო, საბოლოოდ კი დავრჩი, რადგან ეს კლუბს უნდოდა.
ხალხი ამბობს, რომ 6-7-ჯერ უარი ვთქვი კონტრაქტის განახლებაზე და ლეონარდოსთან საუბარი აღარ მსურს. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩემი პოზიცია ყოველთვის ნათელია: ვთქვი, რომ წასვლა მინდოდა და მაწუხებს ის ფაქტი, რასაც ხალხი ამბობს, თითქოს აგვისტოს ბოლოს ველოდე და მოღალატე მეძახეს. სინამდვილეში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კლუბს ივლისის ბოლოს ვაცნობე“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს, ხოლო კარიერა „მონაკოში“ დაიწყო.