ლილიკო გელაშვილი:  ცვლილების დროაო, რომ გაიძახით, ეგებ დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ვისით? ნაცებით? ნაცები ხომ იყვნენ და ვიცით რა  ცოდვა-ბრალი დაატრიალეს, ისევ იგივე სახეების მობრუნება, ცვლილებაა???

ლილიკო გელაშვილი: ცვლილების დროაო, რომ გაიძახით, ეგებ დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ვისით? ნაცებით? ნაცები ხომ იყვნენ და ვიცით რა  ცოდვა-ბრალი დაატრიალეს, ისევ იგივე სახეების მობრუნება, ცვლილებაა???

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოდით, შევეშვათ თითის სხვებისკენ გაშვერას. საკუთარ თავში ჩავიხედოთ-ეგ ერთი;

მეორე

- და რა მოხდა საგანგაშო? ხალხი, იმედია გონიერია (უმრავლესობა მაინც), გააკეთებს მობილიზაციას და ნაცებს ეტყვის-არა!

მესამე

- ოცნება თუ უფრო მეტად არ იმუშავებს და არ გაანალიზებს პრობლემებს და ვერ მიხვდება, რომ მეორე ტურის შემდეგ გამარჯვება იქნება არა-კი მისთვის, არამედ-არა- ნაცებს, შემდგომ არჩევნებზე (და არა არავითარ ვადამდელზე) დაიხურებს ქუდს. მუდმივი არაფერია და ეს კარგიცაა.

მეოთხე

-ვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნლოვანია, რომ არჩევნები არ ყალბდება, თორემ იმ რამდენიმე პროცენტის წამატებას ყველა მოახერხებდა. მცირე დარღვევებზე არ დამიწყოთ წიკვინი, ეს ყველგან ხდება...

მეხუთე

-არჩევნების დასრულებიდან 2 წუთში გამარჯვებების აღნიშვნა რომ დავივიწყოთ, ძნელია? ეს ეხება ყველას. გამოდით და მიულოცეთ ყველას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მორჩა!

მეექვსე

- არჩევნებში დამარხებული პარტიების ლიდერებმა რომ მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს, მეორე ტურში გასულ რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, არ იქნება სწორი? ამდენი ნაცი არ ვარ, ქოცი არ ვარს ძახილს, ხომ საჯაროდ გაცხადდება: ვინ სად და ვის კალთაში თვლემს?

მეშვიდე

- ცვლილების დროაო, რომ გაიძახით, ეგებ დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ვისით? ნაცებით? ნაცები ხომ იყვნენ და ვიცით რა  ცოდვა-ბრალი დაატრიალეს, ისევ იგივე სახეების მობრუნება, ცვლილებაა??? ეს არარის რეალური ცვლილება და ნუ მელოზუნგებით, თუ ღმერთი გწამთ!

მერვე

-ოცნებას მივმართავ: ზოგჯერ დუმილი სჯობს, ტყუილის თქმას...თქვენს ამომრჩეველს ეცით პატივი, თორემ ნაცების ტყუილს დედის რძესავით ირგებენ მისიანები და ნუ გააიგივებთ თქვენს მომხრეებს მათთან. საბედნიეროდ,  არ ვართ ერთნაირი ჭკუა-გონების;

მეცხრე

-ისევ ოცნებას: როცა კანდიდატს აყენებთ, კარგად შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია. გადით, გაიკითხეთ ხალხში. საქართველო პატარაა და რაიონები ხომ სულ პაწაწკინტელები-ყველა ერთმანეთს იცნობს. დააყენეთ ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი პარტიულობის გარეშეც ენდობა და მისცემს ხმას! ნუ გაათრევინებთ ყველას პარტიის ხარჯზე, ისევ თქვენ გვნებთ!

მეათე

-ისევ ოცნებას: შოდა გამოკითხვებს ვატარებთ მუდმივადო და... ამ გამოკითხვებში არ გიჩანთ, ვის  აზრს ითვალისწინებს ხალხი, ვინ ესიმპათიურებათ და ვინ -არა?  არჩევნების წინ მაინც გადახედეთ სპიკერებს. თქვენ რომ გიყვართ, იქნებ ხალხს აღიზიანებს  ზოგის სახეც კი?

მეთერთმეტე

-ჩემს კოლეგებს, ადვოკატებს ვერ ავუვლი გვერდს. ვინ-ვინ და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. დაგავიწყდათ ნაცემ-ნაბეგვ-გაუპატიურებული პატიმრები?  თვალებით რომ ცდილობდნენ ეთქვათ ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ გვეტყოდნენ, საკანში მიბრუნებულს ისევ სასიკვდილოდ ცემდნენ? დაგავიწყდათ 25-30 წლობით ციხეში გამოკეტილი კაცები, სადაც  პაემნებზე კი არა, ოჯახების დანგრევაზე მიდიოდნენ მხოლოდ და რეალურად გენოციდს ქონდა ადგილი?  სასამართლოო, რომ გაიძახით და ნაწილობრივ მეც გეთანხმებით, მაგრამ დღეს რომ თურმე იგივე მოსამართლეების ხელში პოსტს-პოსტზე აცხობთ და ყელყელაობთ გამამართლებელი განაჩენებით, რატომ ხდება, ნეტავ?  კითხვა არ გებადებათ?  იქნებ ფეისბუქი მოგონებებში  გახსენებდეთ იმ მრავალრიცხოვან და მნიშვნელოვან წუთებს  2012 წლამდე და ნუ დააიგნორებთ, გააზიარეთ...ხო, კოლეგების მიმართ მუდამ ვინარჩუნებ კოლეგიალურ დამოკიდებულებას და კორექტულობის ზღვარს არ გადავდივარ, მაგრამ ბოლომდე არ მენდოთ და არ შემომიხტეთ აქ-ვაიდა ენა შემოგიბრუნოთ. არც მთლად ტკბილი და მურაბა ვარ;

მეთორმეტე

- რომ არა ქვეყნის დარდი, მართლაც მინდა შინად ნაცების მობრუნება და მერე გვერდიდან თქვენი ყურება, ჩემო გულმავიწყო და უმადურო ხალხო... რომელი არ გაგვიმრავლდება რიცხვი დასაცავებისა და იქნებ აღარც ავიშალო ნერვი, იქნებ ღირსიც იყოთ მეორედ თავზე გადავლისა (კორექტულად ვამბობ). ცოდვა გამხელილი სჯობს და, მართლა მინდა ზოგჯერ! არ მოგწონთ ოცნება? ცვლილება გინდათ?  მიეცით ხმა ყველას, გარდა ნაცებისა ან ნაცებთან მეფანჩატურეებისა.  ძნელია?

მეცამეტე -- ხოო, აი, ცამეტი კი ჩემია და მას დავასვენებ, არ დავღლი "რეჩებით". უბრალოდ გეტვით: მე თქვენ მიყვარხართ და  უგონოდ მიყვარს ჩემი გარე თუ შიდა მტრისგან ნათრევ-ნაცემი საქართველო! მაინც ამაყი საქართველო“!

Ninja კარგი იყო. გეთანხმებით ყველა პუნქტში.
3 წლის უკან