მიხეილ სააკაშვილმა ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ეს თავისთავად მძიმე მოვლენაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ და მისი რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები, შემდეგ 9 წელი იყო ოპოზიციაში და ქვეყანა არ დაასვენა. ახლაც იმავეთი ემუქრებოდა ქვეყანას. ის საქართველოში ჩამოდიოდა, რათა შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რათა მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ“, - განაცხადა კობახიძემ.