კახა კუჭავა: არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ

კახა კუჭავა: არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, მან არჩევანი კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა.

„ვცდილობ ხოლმე პირველი მოვიდე საარჩევნო უბანზე და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა და ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.