დიმიტრი პესკოვი: სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია

დიმიტრი პესკოვი: სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია

სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესაძლო რისკებზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა:

"ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რისკს".

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკვე საქართველოშია. შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.