ჩვენ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია მედიურია. ეს მთელი ორომტრიალი, დუღილი ხდება მედიაში, გარეთ ხალხს კი აინტერესებს, რა გეგმები აქვთ პარტიებს. „ქართული ოცნება“ ერთადერთია, რომელიც ამ არჩევნებზე გამოვედით კონკრეტული გეგმით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოსახლეობა კარგად ხედავს, ვინ არის მოწადინებული მართოს ქვეყანა და ვინ არის მოწადინებული, რომ არიოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.