ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც უნდა, დაამტკიცოს რომ საქართველოშია, ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა

ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც უნდა, დაამტკიცოს რომ საქართველოშია, ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა

არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს, ადამიანი, რომელსაც უნდა, დაამტკიცოს რომ საქართველოშია, ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წვერი, ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.

„ბათუმის ქუჩებში თუ დადის, მას ალბათ სხვა ადამიანებიც ნახულობენ. ასევე პოლიციაც არის ამ ქვეყანაში, უსაფრთხოებაც და ბათუმის ქუჩებში თუ დადის, ნახავდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. არ მგონია, რომ ის, საქართველოშია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.