ამირან სალუქვაძე: რომელ შერიგებაზე საუბრობთ, როცა 9 წელია არყევთ ქვეყანას და წამლავთ ხალხს?!

ამირან სალუქვაძე: რომელ შერიგებაზე საუბრობთ, როცა 9 წელია არყევთ ქვეყანას და წამლავთ ხალხს?!

ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციელურ ქსელში წერს:

„რომელ შერიგებაზე დაიწყეს საუბარი?!

ჯერ სააკაშვილის შეწყალება გახარიამ გაახმოვანა, თითქოს სააკაშვილს პრეზიდენტი შეიწყალებსო. ეს აშკარად თემის აგდება გამოვიდა.

ახლა უგულავა და ჩარკვიანი ალაპარაკდნენ...

ჩარკვიანი, თან, პრემიერს და შსს მინისტრს მიმართავს. აშკარად მისამართი აერია.

პრემიერი ან სხვა თანამდებობის პირები ხალხის ნაცვლად შერიგებას ვერ/არ გადაწყვეტენ.

რომელ შერიგებაზე საუბრობთ, როცა 9 წელია არყევთ ქვეყანას და წამლავთ ხალხს?!

ერთი თვე არ გვიცხოვრია მშვიდად. ეკონომიკურ აქტივობაზე რომ აისახება ეს რყევები, ეს მხოლოდ თქვენს ფანებს არ ესმით.

ახლახანს დააკავეს სერგო თეთრაძის წამების და მკვლელობის ორგანიზატორი.

ციხის დანაშაულებს დღეს უარყოფთ. არადა, სააკაშვილის თათბირი ხომ ნახა ხალხმა, როცა შეშინებულებმა ზომების მიღება დაიწყეთ და აღიარეთ, რომ მართლა. ხდებოდა?!

კასრებიც საქმეს მოგონილად აფასებთ და ცინიზᲛით საუბრობთ "26 ათას გაუპატიურებულ საჯიშე ვაჟზე". ეს დამცინავი ფრაზა თქვენმა თანაგუნდელმა სულ ახლახანს ირონიით დაწერა. 500-მდე მოწონება აქვს. არავინ აპროტესტებთ. თქვენთვის საღადაო თემაა.

როცა იმ ვიდეოების ჩვენებებს აწყობდნენ, ხმაურობდით, როგორ შეიძლება ჩვენებაო?! მაშინ არ უარყოფდით. დროს აქვს ასეთი თვისება. რაც მეტი დრო გავა, მეტ დანაშაულს უარყოფთ.

არ ჩამოვთვლი მძიმე დანაშაულებს, რომელთა გამო ზოგმა მოიხადა სასჯელი, ზოგი იხდის, ზოგი ძებნაშია.

იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოთ, ცდილობთ სხვა დააზიანოთ, ოცნებაზე გაიძახით ჩვენზე უარესებიაო, რითაც ერთი მხრივ ადასტურებთ ვინც ხართ, მეორე მხრივ ვერ იაზრებთ რატომ ხართ ხალხისთვის მიუღებლები.

ნებისმიერ შერიგებას წინ უნდა უძღოდეს დანაშაულების პატიება, პატიებას ან სასჯელის მოხდა და ბოდიში, ან მხოლოდ ბოდიში მაინც.

ჰოდა, ვის მოუხადეთ ბოდიში?

იგივე ჩარკვიანი ახლახანს წერდა გირგვლიანის საქმეში უდანაშაულოაო.

8 მილიონის ფლანგვის საქმეს "პიჯაკების საქმეს" უწოდებთ და ა.შ.

სია უზარმაზარია. აღარაფერს ვამბობ აგვისტოს ომის გამო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ტოტალურ დაუსჯელობას. სამაგიეროდ მაშინდელმა პოლიტიკოსებმა სამხედროების მასობრივი დასჯა განახორციელეს.

ჩინოვნიკობით გამდიდრებული პირებიც ხომ სახეზეა? კეზერაშვილი ყველაზე მკაფიო მაგალითია, რომელიც სერიოზულ ბიზნესებს ფლობს საქართველოში, უკრაინაში.

სააკაშვილის მიერ დაგროვილი ქონება ყველამ იხილა. ყველამ ვიცით, რომ ყოფილი ხელისუფლების უამრავი ლიდერი ზუსტად ჩინოვნიკობითაა გამდიდრებული და ახლა არაფერო ადარდებთ.

28 ათასი ბიზნესმენის ან მესაკუთრის მიერ დაწერილო საჩივრებიც მოგვეჩვენა. ისე კვალიფიციურად გაასხვისეთ ახეული ქონებები, რომ უმეტესობა სამართალს ვერ პოულობს.

ამ ყველაფრის ფონზე პრეზიდენტი გაბედავა ან იკადრებს თქვენს შეწყალებას?! ეჭვი მეპარება.

მიეჩვიეთ, ააგდებთ თემას და გაგაქვთ.

ჰოდა, ხალხს ელაპარაკეთ, ხალხს. ხალხი მზადაა შეგირიგდნენ? ხალხი გრძნობს, რომ თქვენ გაიაზრეთ და მოინანიეთ?

ჰო, ჩინოვნიკობით და უკანონოდ დათრეული ქონების ნაწილი მაინც უნდა ჩამოგერთვათ.

კიდევ ერთი, ვინც უმძიმესი კორუფციული დანაშაულების, ასევე ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების ხელყოფის გამო გასამართლდით, პოლიტიკას ჩამოშორდით.

მანამდე რომელ შერიგებაზე საუბრობთ?! ბოდიშს არ იხდით, არც აღიარებთ, ამავე დროს თავს გვატენით, გინდათ თუ არა აგვირჩიეთო“.