ეკლესია არ არის ამათი სათამაშო ორგანიზაცია, ეს არის ღვთის სახლი, - ამის შესახებ დეკანოზმა, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
„ეკლესიას საუკუნეების მანძილზე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი თვით განახლებისა და გარედან ისეთი ადამიანების დახმარება, რომელიც თავადვე დეკლარირებულად ეკლესიის მორალს და ზნეობას არღვევენ და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს - ეს წარმოუდგენელი ამბავია“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, სასულიერო პირების სახელებიც ფიგურირებს. გავრცელებული მასალის ავთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.