სუსის არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი არის დღეს ოპოზიციურ სპექტრში და ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. ბატონ ხოჯევანიშვილის მინდა ვუსურვო, რომ ფრთხილად იყოს და ახლად ამოსული პოლიტიკური რქებუნები არ მოიმსხვრიოს - ეს კეთილი რჩევაა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ რას აკეთებდნენ, რა გაუკეთებიათ და ახლა რას აკეთებენ, რადგან მათი ეს გზა არსად არ მიდის.
„ასეთია ხანდახან კაცების ქცევა პოლიტიკაში, ამიტომ გვჭირდება ჩვენ მეტი ქალი პოლიტიკაში. მეც მწყენია რაღაცები, ვიღაცებისთვის მეც მიწყენინებია, მაგრამ ქალები ყოველთვის ბოლომდე ღირსეულად არიან. თქვენ გინახავთ „ქართული ოცნებიდან გადამხტარი“ ქალი? ქალებს პოლიტიკაში წყენის გადალახვის უფრო დიდი რესურსი აქვთ, ამ კაცებს კი წყენის გადალახვის რესურსი არ აღმოაჩნდათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.