ლევან იოსელიანი დავით კეზერაშვილზე: არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფული მან იშოვა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და იშოვა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად

ლევან იოსელიანი დავით კეზერაშვილზე: არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფული მან იშოვა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და იშოვა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად

თვითონ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. მთელი ეს პერიოდი თვითონ უნდა გაეცა პასუხი, საიდან აქვს ეს ფული ნაშოვნი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელის შეფასებისას განაცხადა.

„არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფული მან იშოვა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და იშოვა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, რადგან მისი შემოსავალი, ხელფასი ვერ უზრუნველყოფდა ამდენი ფულის დაგროვების შესაძლებლობას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.