მგონია, რომ ის არ ჩამოვა საქართველოში და ბილეთის ჯავშანიც და ეს ყველაფერი ემსახურება წინასაარჩევნოდ სიტუაციის უფრო დაძაბვას, პოლარიზებას და მომხრეების გაგულიანებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ის საქართველოში არ ჩამოვა და ამ აზრს მიმყარებს გამოცდილება, რომელიც მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს აქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის სამშობლოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს.