„კოალიციონისტებს“ სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი მის ინტერვიუში ფრანგ ჟურნალისტთან - კოალიციის იდეის უდავო მხარდაჭერა ჰგონიათ, არადა, სინამდვილეში ქ-ნი პრეზიდენტი, მისსავე განცხადებას თუ სწორედ გავიგებთ, „კოალიციის“ ფუნქციონირების შესაძლებლობას მსგავსი პოლარიზაციის პირობებში ფაქტიურად ვერ ხედავს.
არსებულ მდგომარეობაში, როცა საკითხი ნაცების მიერ - ვინაიდან სწორედ ისინი არიან პოლარიზატორები, ასე ხისტად დგას: ვინ - ვის, კოალიციის წარმოდგენა სწორედ ასე გამოიყურება - :იანვარში დედაბერმა მარწყვი მოინდომაო". პრობლემა სწორედ ესაა - იანვარის სუსხი და არა ის, მარწყვი თავისთავად ცუდია თუ კარგი. ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მარწყვი იანვარშიც სრულიად ჩვეულებრივი და ნებისმიერი დედაბრისთვის, პრინციპში, ხელმისაწვდომი ხილია, მაგრამ თუ დავფიქრდებით: ეს, ასე ვთქვათ, ნატურალური მარწყვი არ იქნება: ან გარედან უნდა იყოს იმპორტირებული, ანდა - ხელოვნურ პირობებში, სათბურში გამოყვანილი;
ნატურალური, ბუნებრივი მარწყვის მოყვანა იანვარში, რა გინდ ტექნოლოგიებიც არ უნდა გაგვაჩნდეს, ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და შეუძლებელია; ეს ადამიანების ნებაზე დამოკიდებული არ არის; ანუ კითხვაზე, რაც ბუნებრივ და არა ხელოვნურად გამოყვანილ კოალიციას უკავშირდება, ჩვენს „კოალიციონისტებს“ პასუხი არა აქვთ: კონკრეტულად ვინ უნდა შეადგინოს ასეთი კოალიცია და არსებული ორ პარტიული დომინაციისა და პოლარიზაციის პირობებში როგორ?
ცხდია, რაიმე კოალაიცია დღევანდელი დომინატი და უკიდურესად ურთიერთ-პოლარიზებული ერთ ერთ- პარტიის მონაწილეობის გარეშე - წარმოუდგენელია; კოალიცია უნდა შეიკრას ან ქოცების ანდაც ნაცების გარშემო და მათი უპირობო დომინაციით; მაგრამ ეს უკვე არა „მარწყვი“, არამედ საერთოდაც სხვა ხილი - უფრო სწორად, ჰიბრიდი იქნება, მაგ. - კომში (ქოცის ვარიანტში) მარწყვის ოდნავი არომატით; ანდა უარესი - ისეთი უვარგისი ყურძენი (ანუ ნაცი, ე.ი. სინამდვილეში - ქაქი), რაზეც სააკაშვილი ლექსად საუბრობდა; მარტივი ლოგიკა გვკარნახობს - კოალაიცია და არა ნაც ანდა ქოც-ჰიბრიდი შედგება მაშინ, თუკი პოლარიზაციასა და თითოეულ დღეს პოლარიზებულ ბანაკში ერთი პარტიის გამოკვეთილ დომინაციას ბოლო მოეღება; ეს კი - სანამ ისეთი მძლავრი პოლარიზატორი, როგორიც ნაცები, ანუ - ქაქია სუფრაზე, საერთოდაც შეუძლებელია; ნაცები არა მხოლოდ პოლარიზატორები, არამედ - ტერმინატორები არიან, ისინი - ყოველგვარ კოალიციურობას იმთავითვე, ძირშივე „ბრიდავენ“, რადგან ვიმეორებ - ქაქი მაინც ქაქია, გინდა მას მარწყვთან ჰიბრიდით სასიამოვნო სურნელი შესძინო. რატომ და იმიტომ, რომ - ასეთია ნაცის ქაქური ბუნება!
ცხადია, სინამვილეში - დღეს „კოალიციის იდეის“ უკან ნაცები დგანან; ამბობენ კოალიციას, გულისხმობენ - ნაცებს; ამბობენ ნაცებს - გულისხმობენ იმ გარეკილს; მოუხმობენ იმ გარეკილს და იგულისხმება ნაცობის რევანში; სწორედ ისეა, როგორც ლენინურ პარტიაში იყო; თავად გარეკილიც იგივეს გულისხმობს, რასაც ლენინი ამბობდა ოქტომბერში: „რევოლუცია, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობდით ბოლშევიკები, შედგა!“
ასე რომ, მარწყვზე უაზრო საუბარს შეეშვით და რაც მთავარია, ქაქს, ანუ ნაცებს, რაც ამდენი ხანია სუფრიდან ვერ გაგვიტანია, ერიდეთ, რათა სამარცხვინოდ არ გაისვაროთ! და კიდევ ერთიც - ნუ გგონიათ, რომ გახარიაა მარწყვი. ის არომატიზატორია, რაც, ზოგის გემოვნებით - თურმე ქაქს დაამშვენებდა".