გელა მამუკაშვილი: სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრის საღამოს თბილისში შემოფრენის დაანონსება  აშკარად მიანიშნებს ბელადის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, ვა-ბანკზე წასვლაზე.

გელა მამუკაშვილი: სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრის საღამოს თბილისში შემოფრენის დაანონსება  აშკარად მიანიშნებს ბელადის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, ვა-ბანკზე წასვლაზე.

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"შარშან ამ დროს, საპარლამენტო არჩევნების წინ, სრულიად ნაცთა  დიდ-პატარა ბელადები, აიყოლია რა უზენაესმა ქურუმმა, "საქართველოს მესაძირკვლე" მიშტოცმა,
ერთმანეთს ასწრებდნენ ბოდიშების მოხდას. ყველამ ვიცოდით, რომ ბოდიშები იყო ყალბი, თვალთმაქცური, ცინიკური და შეურაცხმყოფელი, მაგრამ მაინც ბოდიში ეწოდებოდა.                          

დღეს ბოდიშები აღარ გვესმის, მუქარები კი გასცდა ნაცების დაქირავებული ბოტების და რამდენიმე გამორჩეულად გადარეული ნაცის ფარგლებს და ადგილი დაიდო ლიდერების ლექსიკაში.     სტრატეგიაა?!                                                          

სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრის საღამოს თბილისში შემოფრენის დაანონსება  აშკარად მიანიშნებს ბელადის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, ვა-ბანკზე წასვლაზე.  თავად შემოფრენის ალბათობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, თუ რა მოვლენის სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ აღნიშნული . ნაცთა სხვა ლიდერების მხრიდან მუქარებით შეცვლილი ბოდიშებიც ამაზე მეტყველებს... ისინი თავს ვეღარ აკონტროლებენ. ამას, მეგობრებო, წინააგონიური მდგომარეობა ეწოდება.          

ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია".