„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ამჯერად „ბენფიკასთან“ – 0:3.
RAC1-ის ინფორმაციით, კუმანი მინიმუმ კვირის ბოლომდე გააგრძელებს მუშაობას. 2 ოქტომბერს „ბარსელონა“ პრიმერას მე-8 ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ ეწვევა, შემდეგ სანაკრებო პაუზა უწევს და შესაძლოა, სწორედ ამ დროს მიიღონ ნიდერლანდელი სპეციალისტის თაობაზე გადაწყვეტილება.