კელი დეგნანი: ეუთო/ოდირის ანგარიშები დაფასებულია მთელ მსოფლიოში, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც

კელი დეგნანი: ეუთო/ოდირის ანგარიშები დაფასებულია მთელ მსოფლიოში, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც

კელი დეგნანის განცხადებით, ეუთო/ოდირი ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნებს მთელ მსოფლიოში აკვირდება. აშშ-ის ელჩი ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოდირის დასკვნა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს“.​

„საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირი არის ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს მთელ მსოფლიოში. მისი დასკვნები და შეფასებები ეფუძნება მწყობრ მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი გზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც პროფესიონალები არიან. მათი ანგარიშები ეფუძნება სოლიდურ ანალიზებს და ძალიან დაფასებულია მთელ მსოფლიოში. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც, როგორც ეს წარსულში იყო“, - აღნიშნა ელჩმა.

მარინა კალიურანდი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პატივი სცენ ოდირის დასკვნებს არჩევნების შედეგების შესახებ.