გია ვოლსკი: თუ საქართველოში ჩატარდა ისეთი არჩევნები, როგორსაც ოპოზიცია ლამობს - იყოს მუდმივი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, განიხილება ვიზალიბერალიზაციის თემა

გია ვოლსკი: თუ საქართველოში ჩატარდა ისეთი არჩევნები, როგორსაც ოპოზიცია ლამობს - იყოს მუდმივი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, განიხილება ვიზალიბერალიზაციის თემა

თუ საქართველოში ჩატარდა ისეთი არჩევნები, როგორსაც ოპოზიცია ლამობს რომ ჩაატარონ - იყოს მუდმივი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, განიხილება, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის თემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და ასევე მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო ბოროტად სარგებლობის გამო, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი წამოჭრა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს იმიჯი შელახოს.

„ხშირად არ ვფიქრდებით იმაზე, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიებს შორის მტყუან - მართლის გარჩევის ასპექტით, არამედ საერთოდ, საქართველოში არსებული ვითარებით. არჩევნები რომც არ იყოს, დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება არის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისაუბრებდით მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას და ა.შ. თუმცა, საქართველოს დამცირება ევროკავშირის თვალში არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება ოპოზიცია,"- განაცხადა ვოლსკიმ.