ვიოლა ფონ კრამონი:  საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ვიოლა ფონ კრამონი:  საქართველოს პრეზიდენტის როლი მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს პრეზიდენტისგან. მისი როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს“, – წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.