ასეთ დეზინფორმაციას, საერთო ჯამში, გასავალი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, კვლევებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გონების მანიპულირება, ასეთი ადვილი არ არის

ასეთ დეზინფორმაციას, საერთო ჯამში, გასავალი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, კვლევებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გონების მანიპულირება, ასეთი ადვილი არ არის

,,ჩვენთვის  მთავარი არის ერთი რამ, რომ ასეთ დეზინფორმაციას, საერთო ჯამში, გასავალი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში. მათ შორის, კვლევებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გონების მანიპულირება ასეთი ადვილი არ არის. მოსახლეობა უყურებს იმას, რომელი პარტია სთავაზობს მას საქმეს და რომელი პარტია არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ არიოს რაიმე ხერხით სიტუაცია. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია  ,,მთავარი არხის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს იგეგმება წინა საარჩევნოდ ,,დიპფეიკის’’ ტექნოლოგიის გამოყენება. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ,,მთავარი არხი’’ და ოპოზიცია, თუ აპირებს მსგავსი მეთოდების  გამოყენებას, საზოგადოების გონების მსგავსი თემებით მანიპულირება შეუძლებელია, რასაც ადასტურებს კვლევებიც. 

“გვენიშნა ჩვენც ეს ინფორმაციაა, არ ვიცი რას უნდა მიანიშნებდეს ეს ფაქტი, რამეს თუ აპირებს  ,,მთავარი არხი’’ ან ჩვენი ოპოზიცია, რომ ასეთი მეთოდებით გააგრძელონ საკუთარი ბრძოლა, ნუ ვერაფერს მოგახსენებთ.  თითქოს არსაიდან მოიტანეს ეს საკითხი ე.გ წოდებული ,,დიპფეიკის’’ ტექნოლოგია. იცით, რომ არსებობს კონკრეტული პროგრამა, რომელიც   გულისხმობს ადამიანის გამოსახულებას დაადო სხვა ადამიანს გამოსახულება ისე, რომ მათ შორის, ხმის დამსგავსებაც მოხდეს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ შორის ვერ გაარჩიო რეალობა. დღეს, ეს  ადვილი ტექნოლოგიაა და იცის ყველამ ვინც მეტ ნაკლებად გარკვეულა ამ საკითხში. ‘’  - განაცხადა თემის კომენტირებისას შალვა პაპუაშვილმა.