„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება.
მბაპე არ აპირებს პარიზულ გუნდში დარჩენას რამდენიმე მიზეზის გამო. მას კლუბის ფანებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და ისინი კილიანს პერიოდულად ობსტრუქციას უწყობენ. გარდა ამისა, მბაპე უკმაყოფილოა, რომ პსჟ-ში ძალიან ბევრი შემტევი ფეხბურთელი და ვარსკვლავია, რაც მის გავლენას ამცირებს.
ფრანგ ფეხბურთელს დიდი ხანია მადრიდის „რეალში“ გადასვლა უნდა და ზაფხულში ეს ტრანსფერი შესაძლებელი იყო, მაგრამ საბოლოოდ გარიგება არ შედგა. მოსალოდნელია, რომ „სამეფო კლუბი“ კილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით მომდევნო ზაფხულში დაიმატებს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და 180 მატჩში 136 გოლი აქვს გატანილი.