გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის ვაჟი ლუკა ბიძინაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს და ლუკა ბიძინაშვილი გამოკითხვაზე პოლიციამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიყვანა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს.