ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი კლებულობს

ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი კლებულობს

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდვითარების დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი კლებულობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას. მართალია, ტემპი ნელია, მაგრამ უკვე დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცილდა და შესაბამისად, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, დადებითობა, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობაც კლებულობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.