არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს, მას ამ რეჟიმის ციხეებისა და საპყრობილეების არ ეშინია, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„უკვე შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, რომ მიშა სააკაშვილი მართლაც ჩამოდის, ორში საღამოს. მაინც არსებობს, რა თქმა უნდა, რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ აგონიაში მყოფი გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს. მას ამ რეჟიმის ციხეებისა და საპყრობილეების არ ეშინია“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: „ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.