„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მათი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ტრავმის შემდეგ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება - გვამცნობს Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 34 წლის არგენტინელის დებიუტს პრიმერას მე-8 ტურში, 17 ოქტომბერს, გიორგი მამარდაშვილის „ველენსიასთან“ მატჩში ელიან.
შეგახსენებთ, რომ აგუერო „ბარსელონას“ ამ ზაფხულს შეუერთდა „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.