შალვა პაპუაშვილი: Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ სიყალბე დამალა

შალვა პაპუაშვილი: Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ სიყალბე დამალა

Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ ეს სიყალბე უბრალოდ დამალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ამ არჩევნების უმთავრესი პრობლემა რომ არის, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენი კვლევის მიხედვით სექტემბრის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 180 დეზინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა, დღეში საშუალოდ 15 სიუჟეტი.

ამ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების უმეტესობა წლებია ისედაც ახორციელებს დეზინფორმაციის გამოვლენისკენ მიმართულ პროექტებს. თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, უმეტეს წილად, მათი თვალთახედვის მიღმა რჩებოდა. ზოგჯერ კი თავად ხდებოდნენ დეზინფორმაციის გავრცელების წყარო (როგორ არ გავიხსენო ISFED-ის ერთთვიანი დუმილი პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ).

განსაკუთრებული შემთხვევა იყო Factcheck.ge, რომელმაც ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, არ გადაამოწმა „ევროპული საქართველოს“ ე.წ. „ცარიელი კონვერტების“ ცხრილი, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ.

სინამდვილეში, თავად ეს ცხრილი იყო ყალბი. ასე, რომ Factcheck-მა, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სერგი კაპანაძეს შექმნილი პროექტია, „ევროპული საქართველოს“ ეს სიყალბე უბრალოდ დამალა! აქვე უფრო ვრცელი სტატუსი ამ საკითხზე https://bit.ly/2TeyLqW ვნახოთ, ამ ჯერზე რა მოხდება“, - წერს პაპუაშვილი.