„ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევები და პროგნოები, რომლითაც, ჩვენი მაჩვენებელი ბევრად აღემატება IPSOS-ის კვლევაში აღნინულ მონაცემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, მიხეილ სარჯველაძემ „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
ის IPSOS-ის კვლევაში ასახულ მონაცემებს არ ენდობა.
„მე არ ვიცი, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა, შესაბამისად, გამიჭირდება მისი დაჯერება. მაქვს ეჭვები მის სისპორესთან, აკურატულობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ის გასაზიაებელი არაა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის მიხედვით, კითხვაზე: „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 35%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 30%, „საქართველოსთვის - 9%, „ევროპული საქართველო“ - 4%, „ხალხისთვის - 4%, „ლელო“ - 3%, „მესამე ძალა“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%, „დროა“ - 1%, „მოქალაქეები“ - 1%, სხვა პარტიები - 3%.