მბაპე ნეიმარის შესახებ:

მბაპე ნეიმარის შესახებ: "ეს მათხოვარი პასებს არ მაძლევდა"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „მონპელიესთან“ მატჩში ნეიმარს „მათხოვარი“ უწოდა. მბაპეს სიტყვები ტელეკამერებმა დააფიქსირეს.

ფრანგი შემტევი მატჩის 88-ე წუთზე შეცვალეს და შემდეგ მან მის გვერდით მჯდომ იდრისა განა გეიეს ნეიმარზე მიმართა: „ეს მათხოვარი პასებს არ მაძლევდა“.

როგორც ჩანს, მპაბე ბრაზილიელ თანაგუნდელზე ძალიან გაბრაზდა და ეს მიანიშნებს, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდის სამზარეულოში მშვიდი გარემო არაა.

შეგახსენებთ, პსჟ-მ „მონპელიეს“ 2:0 მოუგო და ლიგა 1-ში ჩატარებული რვავე მატჩი მოიგო.