იტალიელი ყოფილი პორნო-ვარსკვლავი პრისცილა სალერნო რომ საფეხბურთო კლუბ “სალერნიტანას“ თავგადაკლული ქომაგია, ამას ადრეც გაუწყებდით და თუ გახსოვთ მაშინ ისიც გითხარით, რომ სენიორიტა პრისცილამ თავისი სამსახიობო ფსევდონიმი “სალერნო“ სწორედ მშობლიური და საყვარელი ქალაქ სალერნოს სახელწოდებიდან აიღო.
სანამ პრისცილა დიდ სექს-ამბებში იყო ჩაბმული, პატარა აპენინური კლუბის არცთუ დიადი ისტორია თავისი მდინარებით მიდიოდა. სალერნოელები ძირითადად იტალიის რანგით მეორე ლიგას ხეხავდნენ და იშვიათად ახერხებდნენ “სერია ა“-ში გაღწევას. მიუხედავად ამისა, პორნო-ვარსკვლავი გუნდს არ ღალატობდა და მას ხშირად ნახავდით სალერნოს 37 ათას მაყურებლიანი სტადიონის ტრიბუნებზეც.
ახლა კი, როდესაც “სალერნიტანა“ უმაღლეს ლიგაშია და პრისცილაც სექს-ინდუსტრიას ჩამოშორდა, ვეტერანმა სექს-მუშაკმა გადაწყვიტა გუნდს მეტი დრო დაუთმოს და საამისოდ კლუბის მესვეურებმა ის პიარ-სამსახურში დაასაქმეს. ისე, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ყოფილ პორნო-ვარსკვალავს ტრუბუნებზე დასკუპებულს რომ ხედავ, გუნდის უკეთესი პიარი რაღა უნდა იყოს?...