ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ბრიტანული როკ-ჯგუფის Status Quo დამფუძნებელი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსი 72 წლის იყო. ის გაფანტული სკლეროზით იყო დაავადებული. ლანკასტერი თავის სახლში, სიდნეიში გარდაიცვალა.

ლანკასტერმა Status Quo 1962 წელს, გიტარისტ ფრენსის როსისთან ერთად დააფუძნა. ჯგუფმა 33 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმაც 110 მილიონს გადააჭარბა. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: In The Army Now, Down, down, Rockin' All Over the World.