ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ

აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კავკასიის რეგიონში სამშვიდობო დიალოგის ფორმატის დაფუძნების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ეკუთვნის. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ივნისის თვეში შექმნეს იშვიათი პრეცედენტი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებულად მედიაციით განახორციელა სამშვიდობო მედიაცია. მოლაპარაკებისა და მედიაციის გზით სომხეთის 15 დაკავებული სამხედრო პირი გათავისუფლდა. ასევე, სომხეთის მხრიდან კი აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის მედიაცია წარმატებით განახორციელა.

„ჩემი ეს ინიციატივა უკავშირდება სწორედ ამ პროცესის გაგრძელებას. ჩვენ ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს: აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, ამ პლატფორმას, რომლის შექმნასაც ახლა თბილისში ვაპირებთ, რათა მუდმივი, პერმანენტული ფორმა და ხასიათი შეიძინოს აღნიშნულმა ინიციატივამ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.