კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ მათი აუთენტიკურობა უნდა დადგინდეს

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ მათი აუთენტიკურობა უნდა დადგინდეს

„მგონი, ძალიან ადეკვატურია იმის თქმა, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რათა აუთენტიკურობა დადგინდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, აუთენტიკურობის დადგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გავრცელებული მასალით სპეკულირების საშუალება არავის მიეცეს.

„ასევე, მივესალმები პოზიცია, რომ თუ საჭიროა, შესწავლაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ჩაერთნენ - თუ არ ვცდები, ისინი უკვე მოიწვიეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ესაა რეალობა, რომელშიც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ აუთენტიკურობა უნდა დადგინდეს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, პოლიტიკოსების, ურნალისტებისა და სასულიერო პირების სახელები ფიგურირებს. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.

სავარაუდო ფარული ჩანაწერების თანახმად, პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ამბოხი მზადდებოდა - „იმედის კვირის“ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია იმ ფარულ ჩანაწერებს ეყრდნობა, რომელთა ნამდვილობა დაზუსტებული არ არის, თუმცა სანდო წყარო ირწმუნება, რომ ის იმ დოკუმენტებიდანაა, რომლის ნაწილიც, ოპოზიციასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაასაჯაროვეს.