პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც უსაფრთოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ის, გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის.
„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.