ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადო, არის ძალაუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადო, არის ძალაუფლება

ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადო, არის ძალაუფლება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე პირველად დანიშვნის შემდეგ ეს გრძნობა თვითონაც განიცხადა.

„პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუს ხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ - შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, - განაცხადა მან.