ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი

მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა კრიმინალი სააკაშვილთან დაახლოებულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად, წინასაარჩევნოდ კალაძესთან დაახლოებული კრიმინალები რატომ გააქტიურდნენ.

კრიმინალური ავტორიტეტებად მან სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი და მერაბიშვილი მოიხსენია და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესებში არა კალაძესთან, არამედ სააკაშვილთან დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტები მონაწილეობენ.

„კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში. ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ასე შემდეგ. მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება, თუმცა ეს არის სამწუხარო რეალობა. ყველა ეს კრიმინალი სააკაშვილთან დაახლოებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.