ამერიკელი მსახიობის, მაიკლ კენეტ უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, კოკაინის, ფენტანილისა და P-ფლუოროფენტანილის კომბინაციის ზედოზირება გახდა, - ინფორმაციას BBC ნიუ-იორკის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსახიობი ღიად საუბრობდა საკუთარ წარსულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. 2012 წელს მან განაცხადა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს „საშინელ ადგილებში, საშინელ ადამიანებთან ერთად“. „მე ცეცხლს ვეთამაშებოდი“, თქვა მან, თუმცა, დასძინა, რომ კოკაინსა და მარიხუანაზე ძლიერს არაფერს იღებდა და მისი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე დასრულებული იყო.
მსახიობის ცხედარი 6 სექტემბერს, ნიუ-იორკში, მისსავე ბინაში იპოვეს.
მაიკლ კენეტ უილიამსმა კარიერის განმავლობაში ფილმებში 50-ზე მეტი, ტელესერიალებში კი 30-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას HBO-ს სერიალ Wire-ში შესრულებულმა ომარ ლითლის როლმა მოუტანა.