პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის Spencer-ის ოფიციალური ტრეილერი კინოკომპანია Neon-ის YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

ორწუთიან ვიდეოში პრინცესასთან ერთად ჩნდებიან ელისაბედ მეორე, პრინცი ჩარლზი და მცირეწლოვანი უილიამი და ჰარი.

ფილმი, სახელწოდებით „სპენსერი“ დაიანას ცხოვრების იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა. რეჟისორმა პაბლო ლარაინიმ სურათი სტივენ ნაითის სცენარის მიხედვით გადაიღო. „სპენსერის“ გადაღება 2021 წელს დაიწყო.

პრინცესა დაიანა ამერიკელმა მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა განასახიერა.