„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იტალიის ჩემპიონატში მასიმილიანო ალეგრის რეკორდი გაიმეორა.
მოურინიოს იტალიის სერია A-ში ზედიზედ 41 მატჩია შინ მარცხი არ განუცდია, რაც საუკეთესო შედეგია გამარჯვებაზე 3 ქულის ეპოქაში (1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული). პორტუგალიელმა მაქს ალეგრის შედეგი გაიმეორა, რომლის „იუვენტუსმა“ 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე მიჯრით 41 საშინაო თამაში არ წააგო.
მოურინიოს დაუმარცხებელი საშინაო სერია კი ჯერ კიდევ მილანის „ინტერიდან“ იღებს, რომელსაც 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა.
„რომას“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხუთ ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.