კიმ კარდაშიანმა თავისი ბრენდის Skims-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში თავისი და, კორტნი და მეგან ფოქსი მიიწვია. ამის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.
ერთ ფოტოზე 42 წლის ტელევარსკვლავი და 35 წლის მსახიობი წელს ზევით გაშიშვლებულები პოზირებენ, ზოგ სურათზე კი რეკვიზიტის სახით ხილს იყენებენ. ფოტოები Instagram-ზე კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა.
კორტნი და მეგანი მუსიკოსებსა და მეგობრებს - Machin Gun Kelly-სა და ტრევის ბარკერს ხვდებიან. ბოლო დროის განმავლობაში ორივე წყვილს ხშირად ამჩნევენ ერთად.