ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ჟურნალისტებს მისი „ბარსელონას“ დამრიგებლად დანიშვნის თაობაზე მოარული ხმების თაობაზე უპასუხა.
„რა უნდა ვთქვა? ჭორები ყოველთვის არსებობს და ეს ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. იგებ თუ აგებ რაღაც მოარული ხმები ყოველთვის ვრცელდება. ამჯერად კი „ბარსელონასთან“ დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Eurosport.fr.
წინა დღეებში ესპანურ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს კატალონიური კლუბის ხელმძღვნელობა რონალდ კუმანის შემცვლელად მარტინესს მიიჩნევს და მზადაა ბელგიის ნაკრებს მისი კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 1,8 მილიონი ევრო გადაუხადოს.