აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა ძალების დემონსტრაცია მოახერხა და უკვე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი შემოდგომის სუპერტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით აჯობა.
ტოჩიმ მიმდინარე ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელიც 40 წამს გაგრძელდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე სპორტსმენი ცუპარებით ცდილობდა მოგებას და მიმდინარეობისას დარბაზში მყოფი გულშემატკივრისგან ოვაცია არაერთხელ დაიმსახურეს. საბოლოოდ მან მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა. ეს წყვილის მე-10 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ჩვენებურმა 9 მოიგო და მხოლოდ ერთი ბრძოლა დათმო.
გამომდინარე იქიდან, რომ ლევანს 8 დღის თავზე მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, ახლა დადებითი ბალანსი სრულიად რეალურად მოსჩანს. ამისთვის კი მას დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება მართებს.
გეტყვით, რომ გორგაძეს 6 მოგების საპირისპიროდ ამდენივე მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-13 მარგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც აქამდე 9-ჯერ შეხვედრია და 7 ბრძოლა მოგებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვალინდელი მეტოქის მიმდინარე ბალანსიც 6-6-ზეა.