გია ვოლსკი:  ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

გია ვოლსკი:  ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან, ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ოფისის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩი დაბარებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნორმალურია.

„აბსოლუტურად ნორმალური ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს ეს არის გარე, თუ შიდაგამოწვევები. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაცია ჩვენი სპეციალური სამსახურების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“. - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.