საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ფანებმა გამოარჩიეს. „ბელენენსესშთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრების გამოკითხვით აბურჯანია დასახელდა.
ქართველმა ფეხბურთელმა სპეციალური პრიზიც მიიღო, რაც მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვისაა დაწესებული.
აბურჯანიმ „ჟილ ვისენტე“ „ბელენენსეშთან“ წაგებისგან იხსნა და მიუხედავად იმისა, რომ 10 წუთზე ნაკლები ითამაშა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1). ეს გიორგის სადებიუტო გოლი იყო პორტუგალიური გუნდის რიგებში.