„4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ცუდია, სტაბილიზაციის დინამიკა დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელზე“

„4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ცუდია, სტაბილიზაციის დინამიკა დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელზე“

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი შედარებით სტაბილურს უწოდებს, თუმცა, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საზოგადოებას დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 სექტემბერს 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რაოდეობა სამნიშნა გახდა, მედიკოსების შეფასებით, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, მაინც მაღალი მაჩვენებელია. იგივე შეიძლება ითქვას გარდაცვლილთა რაოდენობაზეც.

„მაშფოთებს გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე ძალიან ბევრი არის კრიტიკულ მდგომარეობაში“, - აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავად ემხრობა, რომ რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, სიტუაციის საბოლოო სტაბილიზაციამდე ჯერ კიდევ შორია.

„იმის მიუხედავად, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია არის, მაინც რთული ვითარებაა. საქართველოსთვის ინფიცირების 2 ათასი შემთხვევა ბევრია. ამიტომ, ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ ჩვენ უკვე კოვიდს მოვერიეთ. ჯერ შორს არის სიტუაციის საბოლოო სტაბილიზაცია. ამიტომ, დღეს მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ. ჯერ ადრეა პირბადის მოხსნა და ა.შ. არსებული რეგულაციები უნდა დავიცვათ. შარშან ზაფხულში, როცა ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ, მაგრები ვართ ქართველები და ყველამ გავილაღეთ, კი მივიღეთ მერე შემდგომაზე შედეგი. ამიტომ, ჯერ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ შეუძლიათ შემოიტანონ ეს წინადადებები საკოორდინაციო საბჭოზე და საბჭო განიხილავს. მომხრე ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეპიდსიტუაციდან გამომდინარე, თანდათანობით, ფრთხილად შემსუბუქებები იყოს. ერთადერთი ვთხოვ ხალხს, რომ პირბადე ატარონ, რადგან ის ყველაზე კარგად იცავს და ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს - 47%. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, მარტო ამით დეკემბრამდე 250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. მოდით, ყველა სოლიდარული ვიყოთ და ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ექიმი-ინფექციოსტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ თუკი საზოგადოება მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას არ იგრძნობს და არსებულ რეგულაციებს არ დაიცავს, ასევე აცრის მაჩვენებელი არ გაიზრდება, ეპიდვითარება შესაძლოა კვლავ დამძიმდეს.

იგი საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 34 პაციენტის გარდაცვალება და კორონავირუსის სამნიშნა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

„ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც დაიკლო ინფიცირებულთა მაჩვენებელმა, თუმცა შემდეგ როგორი ტალღები დაიწყო და გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც, ვნახეთ. ადამიანი შეეჩვია და აღარ იცავდა ეპიდსაწინააღმდეგო წესებს. სიტუაიცა სტაბილურდება, გაიზარდა აცრილთა რაოდენობა, რაც კარგია, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ იმ ტემპით, რითაც ხდება ეს ყველაფერი. ბევრად უკეთესი ვითარება იქნებოდა, აცრილთა რაოდენობა მეტი რომ ყოფილიყო. უნდა ითქვას, რომ ასევე მაშფოთებს გარდაცვლილთა რაოდენობა. ამასთან, ძალიან ბევრი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. დიდი ალბათობით, ალბათ უფრო ცუდისკენ წავა სიტუაცია, ვიდრე კარგისკენ. ისევ და ისევ ჩვენი ექიმების გმირობის იმედი გვაქვს და ასეც იქნება.

სიკვდილიანობა მაინც მაღალია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ბევრი ადარებს ევროპას, ამერიკას, მაგრამ ჩემთვის ჩემი ქვეყანა მაინც პატარად ითვლება და 34 გარდაცვლილიც რამხელა უბედურებაა, როდესაც აქამდე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ახალგაზრდაც კი, მიდის იმქვეყნად. ამიტომ, მეტად გვმართებს რეგულაციების დაცვა, აცრის მაჩვენებლის გაზრდა, რომ ეს მაქსიმალურად შევამციროთ. 10 შემთხვევაც რომ იყოს, თუ იმ პერიოდში არ მოხდება სწორი დაცვა ეპიდისაწინააღმდეგო ღონისძიებების, შესაძლოა, ეს მაჩვენებლი კიდევ გაიზარდოს და ის საშინელება მივიღოთ, რაც აქამდე.

ყველაფერი მიღწევადია, ეს ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანებმა აიცრან. მიხარია, რომ ანტივაქსერთა მოქმედება შესუსტდა. 60%-მდე ასვლა ეს პანაცეა არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ 40% აუცრელი დარჩება. ისევ და ისევ ადამიანების კეთილ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და ასევე შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელიც. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ყოველდღიურად აცრების რაოდენობა არ გააქტიურდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ეს შესაძლოა, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზი გახდეს.

„ყველა ინდიკატორი, რომლითაც ეპიდსიტუაცია ხასიათდება, ვგულისხმობ ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს 100 ათას მოსახლეზე, ბოლო 7-14 დღის დადებითობის მაჩვენებელს რეპროდუქციის ინდექსს, უკვე გამოჩნდა კლების ტენდენცია, მათ შორის ყველაზე მძიმე ინდიკატორის - სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ყველა ეს ინდიკატორი ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან სტაბილიზაციის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელზე, რაც აგვისტოში და სექტემბრის პირველ ნახევარში გვქონდა. გასაგებია, რომ კიდევ უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ საშუალოდ 23-24 ათასი დღიური აცრა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა გამოჩნდა კლების დინამიკა და ასევე, პროგნოზულად როცა ვუყურებთ ჯავშნის პორტალზე მაჩვენებელს, სამწუხაროდ, აქაც კლების დინამიკაა გამოხატული, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ასევე დაიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმაც. მისი თქმით, ზამთრის მოახლოებამდე, აუცილებელია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებული იყოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

 

 

ლაზი პრემია ეკუთვნის ლატარიის იდეის ავტორს. მაგრად ეფექტიანი გამოდგა.
სხვა არავინ გყავთ მაგ სამინისტროში სტიმულირების საკითხებში რამე რომ გაეგებოდეს? უბრალოდ სიცხვილია, ასეთ საკითხზე, ასეთი სტიმულის შეთავაზება. ასე ფულის ხარჯვა კი დანაშაულია.
3 წლის უკან
Katana . მე ვფიქრობ, მოწინავე აცრილებისათვის ორდენის დაწესებაც არ იქნებოდა ურიგო!
(ორდენის დიზაინზე კონკურსის გამოცხადება დაგვიანებული არ არის: როგორც ჯანმო გვაიმედებს, მომავალ გაზაფხულამდე პირბადეებში მოგვიწევს ცხოვრება!).
*
ისე, ამ ჩვენი საზოგადოებისას ხომ ვერაფერს გაიგებ! - სანამ ვაქცინის პრობლემა იდგა, ადგილზეც და უცხოეთიდანაც თავს ლაფს ასხამდნენ ხელისუფლებას, რატომ ვერ შემოგაქვთ, თქვე მავნებლებო, რატომ უწყობთ გენოციდს საკუთარ მოსახლეობასო!.. შემოიტანეს და - დემონსტრაციებს მართავენ, რატომ გვაძალებთ ვაქცინაციას, - გვინდა გავიკეთებთ, გვინდა არაო!..
3 წლის უკან