„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, „ბარსელონას“ დამრიგებლის პოსტზე, შესაძლოა, რონალდ კუმანი შეცვალოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჟერარ რომერო.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლებას აპირებს. პირლოს გარდა მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები „ინტერის“ ყოფილი თავკაცი, ანტონიო კონტე და „ბარსას“ლეგენდა ჩავი ერნანდესი არიან, რომელიც აჟამად ყატარულ „ალ-სადში“ მუშაობს.
თუმცა, „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, თურმე უპირატესობას პირლოს ანიჭებს.