გამოცემის ცნობით, ფეხბურთელმა 2007 წელს ტურისტული კომპანიის თანამშრომელს საბანკო ბარათი და პინ-კოდი გადასცა. 3 წელიწადში ტურისტული კომპანიის თანამშრომელმა რონალდუს 200 მგზავრობა დაუჯავშნა. ამ დროის განმავლობაში, მან ფეხბურთელის ანგარიშიდან €288 ათასი გადარიცხა.
რონალდუმ ფულის დაკარგვის შესახებ 11 წლის შემდეგ შეიტყო. ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს და 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.